Blog

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა!

News / სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  შიდა მობილობის  მსურველ სტუდენტთა მიერ წერილობითი განაცხადების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია:

2026 წლის 2 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხად განსაზღვრულია:

ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;

გ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;

დ) ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

თ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85