2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი შეხვედრა და სამოქმედო გეგმის ანგარიში
თებერვალი 10, 2026 2026-02-11 10:212024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი შეხვედრა და სამოქმედო გეგმის ანგარიში
2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი შეხვედრა და სამოქმედო გეგმის ანგარიში
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს გასული წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი, მიღწეული შედეგების შეფასება და სამომავლო სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.
უნივერსიტეტის სხვადასხვა შიდა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც უნივერსიტეტმა წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია:
სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა:
უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გამოიცა 25 სამეცნიერო პუბლიკაცია, რაც ხაზს უსვამს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მაღალ კვლევით პროდუქტიულობას.
წარმატებით ხორციელდებოდა არაერთი საგრანტო პროექტი, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციური გარემოს განვითარებას.
ხარისხის უზრუნველყოფა:
წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეფასდა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. კერძოდ, უპირობო აკრედიტაცია მიიღო შემდეგმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა:
„ინფორმაციული სისტემები ავიაციაში“;
„საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი)“.
საერთაშორისო ურთიერთობები და მობილობა:
ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარმატებით წარმოაჩინა უნივერსიტეტი არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაზე.
ინსტიტუციური განვითარება:
შიდა ორგანიზაციული პროცესების დახვეწის მიზნით, განვითარდა და განახლდა რიგი მარეგულირებელი დოკუმენტები, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მართვის ეფექტურობასა და შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან.
შეხვედრის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების განმტკიცებაზე.