Blog

საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – ICEF Dubai 2026

დეწ
News / სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – ICEF Dubai 2026

12-14 თებერვალს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – ბატონი დავით ტეფნაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დუბაი-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – ICEF Dubai 2026.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა.

ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ასევე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.