საჯარო ლექცია ალექსანდრე ქართველის შესახებ – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
მაისი 8, 2026 2026-05-08 16:46საჯარო ლექცია ალექსანდრე ქართველის შესახებ – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
8 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი-ში გაიმართა საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა რამაზ ბლუაშვილის წიგნს – „ქართველი – მოგზაურობა დროსა და კოსმოსში“.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა მოისმინეს საინტერესო საუბარი გამორჩეული ქართველი ავიაკონსტრუქტორის – ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ალექსანდრე ქართველიშვილი მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევა. ქართველი ინჟინრის სახელს უკავშირდება ამერიკული სამხედრო ავიაციის არაერთი გამორჩეული თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის – P-47 Thunderbolt, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საბრძოლო ავიაგამანადგურებელი იყო. მისმა ინოვაციურმა ხედვამ და საინჟინრო მიდგომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე ავიაციის განვითარებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა – მონაწილეებმა ავტორს დაუსვეს კითხვები, გაიმართა საინტერესო დისკუსია ავიაციის ისტორიაზე, ქართული მეცნიერების მიღწევებსა და ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო მნიშვნელობაზე.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქართველიშვილმა საკუთარი პროფესიონალიზმითა და ნოვატორული იდეებით შეძლო ქართული საინჟინრო აზრის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენა. მისი ცხოვრება დღემდე შთაგონების წყაროა მომავალი თაობის ინჟინრებისა და ავიაციის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
მადლობას ვუხდით ბატონ რამაზ ბლუაშვილს საინტერესო, შემეცნებითი და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!