Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology) ევროპული სტანდარტების (EASA) ლიცენზირების ერთობლივ პროგრამას იწყებენ

Blue and White Corporate Business Insights Presentation - 1
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology) ევროპული სტანდარტების (EASA) ლიცენზირების ერთობლივ პროგრამას იწყებენ

    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology) ევროპული სტანდარტების (EASA) ლიცენზირების ერთობლივ პროგრამას იწყებენ!
ავიაცია საზღვრების გარეშე – ახალი შესაძლებლობა ქართველი პილოტებისთვის!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და პოლონეთის წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს – სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ახალი შესაძლებლობა იქმნება.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ან დააკონვერტირონ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) PART-FCL კომერციული პილოტის ლიცენზია, რომელიც ევროპულ საავიაციო სივრცეში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად გაიცემა.
 ვინ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს, მოყვარული პილოტის (PPL) და კომერციული პილოტის CPL(A) ლიცენზიის მქონე კურსდამთავრებულებს, რომლებსაც უკვე აქვთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი პილოტის მოწმობა.
კანდიდატების შერჩევას, შეფასებასა და ჯგუფების ფორმირებას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი საკუთარი აკადემიური და პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოფს.
პროგრამის სტრუქტურა და ხანგრძლივობა
პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 12 თვეა და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს:
თეორიული მომზადება
დისტანციური სწავლების ფორმატში, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს და ორგანიზებას გაუწევს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.
პრაქტიკული და საფრენოსნო მომზადება
პოლონეთში გასავლელი ეტაპი, რომელიც მოიცავს საჭირო საფრენოსნო საათების შესრულებასა და შესაბამისი თეორიული და საფრენოსნო გამოცდების ჩაბარებას.
პროგრამით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის პირობების გასაცნობად გთხოვთ, თვალი ადევნოთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებს ან მოგვწეროთ:
mail@ssu.edu.ge
032 274-61-55