Blog

ქალაქ ტაშკენტში გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა – Education and Profession 2026, სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

WhatsApp Image 2026-04-15 at 10.03.02
News / სიახლეები

ქალაქ ტაშკენტში გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა – Education and Profession 2026, სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

   უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა – Education and Profession 2026, სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე და ბიზნესის განვითარების მენეჯერი – გიორგი ჩახნაშვილი. მათ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის პროგრამების, სწავლების მიმართულებებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ.
  გამოფენის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოტენციური სტუდენტების მოზიდვას, საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებასა და ახალი პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიებას. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებს.
  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლებისა და გლობალური შესაძლებლობების შექმნაზე.