Blog

საქმიანი ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში

WhatsApp Image 2026-04-15 at 16.46.15
News / სიახლეები

საქმიანი ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე და ბიზნესის განვითარების მენეჯერი – გიორგი ჩახნაშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სადაც ქართული მხარე შეხვდა სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ოლეგ ლიმს და ფრენების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, რავშან ნაბიევს.

შეხვედრისას წარმოდგენილი იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი და პრაქტიკული შესაძლებლობები, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები ავიაციის სფეროში.

შეხვედრამ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განვითარების მიმართულებით.