შეხვედრა ტაშკენტის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან
აპრილი 20, 2026 2026-04-21 11:04შეხვედრა ტაშკენტის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ტაშკენტის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე და ბიზნესის განვითარების მენეჯერი -გიორგი ჩახნაშვილი ქალაქ ტაშკენტის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
საერთაშორისო პარტნიორობები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება როგორც სტუდენტებზე, ისე უნივერსიტეტის საერთო პროგრესზე.