Vortex Fitness-ის სპეციალური შეთავაზება სსუ-ს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის
ოქტომბერი 3, 2026 2026-10-05 11:29Vortex Fitness-ის სპეციალური შეთავაზება სსუ-ს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის

Vortex Fitness-ის სპეციალური შეთავაზება სსუ-ს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის
Vortex Fitness თანამედროვე და მრავალფეროვანი ფიტნეს დარბაზების ქსელია თბილისში. ჩვენი ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
უნივერსიტეტის ქ. #2 (არენას შენობა, საბურთალო)
მირიან მეფის ქ. #64
ალექსი გობრონიძის ქ. 7 და სულ მალე ახალი ფილიალიც იხსნება.
ფილიალები აღჭურვილია Life Fitness-ისა და Hammer Strength-ის მაღალი ხარისხის ტრენაჟორებით. დარბაზებში განთავსებულია კარდიო, ტრენაჟორებისა და თავისუფალი წონების ზონები, ასევე ჯგუფური ვარჯიშების ოთახები.
Fitness დარბაზში ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი სახის ჯგუფური ვარჯიში, მათ შორის: იოგა, პილატესი, კრივი, ზუმბა, ინტენსიური კარდიო, H.I.I.T, აერობიკა, გაწელვები, ბოდი ბალეტი და ქართული ცეკვის კარდიო. ვარჯიშებზე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია Vortex აპლიკაციითა და ვებ პორტალით. დარბაზები ღიაა ყოველდღე, 07:00-დან 01:00-მდე.
სპეციალური ფასდაკლება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის — ნებისმიერი პირისთვის, ვისაც აქვს აქტიური საუნივერსიტეტო ელ-ფოსტა.
ულიმიტო აბონემენტის ღირებულება მათთვის შეადგენს მხოლოდ 99 ₾-ს, სტანდარტული 199 ₾-ის ნაცვლად. ამ აბონემენტით შესაძლებელია Vortex Fitness-ის ყველა ფილიალით ულიმიტოდ სარგებლობა და ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეს შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 13 უნივერსიტეტისთვის — მათ შორის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის.