Blog

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

Don’t wait for the right moment. create it. (2)
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე

მიღების გამოცხადების შესახებ:

1. გამოცხადდა მიღება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის
სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

2. საბუთების მიღება დაიწყება 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის
ჩათვლით.

3. დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში მიღებული განათლების
შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);
ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის
სერტიფიკატი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;
ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

4. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 28 სექტემბერს.

5. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან გაიმართება 30 სექტემბერს და აღნიშნული კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ამავე დღეს.