Blog

ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვების მსურველთათვის

2
Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვების მსურველთათვის

თუ ჯერ კიდევ ვერ ჩააბარეთ თქვენთვის სასურველ საბაკალავრო ან პროფესიულ პროგრამაზე, გეძლევათ უნიკალური შანსი, გახდეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამონაკლისის სახით გამოცხადდა მეორადი ჩარიცხვები.

რეგისტრაციის ვადები:
• დაწყება: 2026 წლის 14 სექტემბერი, 11:00 საათი
• დასრულება: 2026 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის უფლება გაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ?
1. ვაკანტური ადგილების მქონე პროგრამების ელექტრონული ბუკლეტი და დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება დღეს, 11 სექტემბერს, NAEC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2. 14 სექტემბრიდან შედით სარეგისტრაციო სისტემაში და აირჩიეთ სასურველი უნივერსიტეტის სასურველი პროგრამა.

გამოიყენეთ ეს შანსი და დაიწყეთ სტუდენტური ცხოვრება ჩვენთან ერთად!

გახდი ავიატორი! აირჩიე განსხვავებული, პერსპექტიული და პრესტიჟული პროფესია!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით ან დაგვიკავშირდით:
mail@ssu.edu.ge
032 277 65 71; 032 274 61 55