საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობა იწყება
სექტემბერი 21, 2026 2026-09-21 17:04საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობა იწყება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობა იწყება
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ჩინური კომპანია Beijing TT Aviation Technology-ის (TTA) წარმომადგენელი, Yang Zhou, ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტში დრონების მიმართულებით ახალი სასწავლო პროგრამა დაინერგება.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან დრონების დაპროექტებასა და ტექნოლოგიებს, პროგრამირებასა და მართვის სისტემებს, ფრენას და დრონების ოპერირებას, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.
თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული გადამზადება – პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ტრენინგები ჩინეთში, Beijing TT Aviation Technology-ის სასწავლო და ტექნოლოგიურ გარემოში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ხორციელდება.
ამასთან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი პირველი უცხოელი საგანმანათლებლო პარტნიორია, რომელთანაც Beijing TT Aviation Technology თანამშრომლობას ჩინეთის ფარგლებს გარეთ იწყებს.
Beijing TT Aviation Technology (TTA) UAV ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზებული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს დრონების კვლევასა და განვითარებას, წარმოებას, ტესტირებასა და სასწავლო მიმართულებებს.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამედროვე საავიაციო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობების შექმნას.