საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
ოქტომბერი 29, 2026 2026-11-02 10:38საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
29 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა დაინტერესებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა და მათ საავიაციო სფეროში სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ, სწავლის პირობებსა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და უკეთ გაეცნოთ საავიაციო განათლებისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივები.
